სამართალი
სამცხე-ჯავახეთში 2019 წელს ხე-ტყის უკანონო მოპოვების 422 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 3 573 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 199 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

კანონდარღვევის ყველაზე მეტი - 1 415 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 438 სამართალდარღვევა გამოავლინეს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით დაფიქსირდა 422 ფაქტი, აჭარაში - 372, ქვემო ქართლში -300, შიდა ქართლში - 211, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 193, მცხეთა-მთიანეთში - 99, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 56, გურიაში კი, უკანონო ტყითსარგებლობის 51 ფაქტი დაფიქსირდა.

თბილისში, მიმდინარე წელს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 16 ფაქტი გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 21 100 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 551 ფაქტი და ამოღებულია 225 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
| Print |