სამართალი
ასპინძაში მოპედით დაშავებული ერთი მოზარდი გარდაიცვალა
ასპინძაში მომხდარი ავარიის შედეგად მოპედზე მსხდომი ორი მეშვიდეკლასელიდან ერთ-ერთი გარდაიცვალა.

თ.ნ.-ს გადმოსვენება სავარაუდოდ ხვალ, 30 დეკემებერს, მოხდება.

კვლავ მძიმე რჩება მეორე მოზარდის - ლ.მ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობაც.

გარდაცვლილი თ.ნ. კატასტროფის მანქანამ ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, მოგვიანებით კი თბილისში გადაიყვანა.

ავტოსაგზაო შემთხვევა ასპინძაში, 25 დეკემბერს მოხდა.

ერთმანეთს მოპედი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.


ამავე, თემაზე:

ასპინძაში დაშავებული მეორე მოზარდიც თბილისში გადაიყვანეს

ასპინძაში დაშავებულ მოზარდს ოპერაცია უტარდება

ავარია ასპინძაში - მოზარდების მდგომარეობა მძიმეა
| Print |