სამართალი
ახალციხეში ერთმანეთს მანქანა და ტრაქტორი შეეჯახნენ

 

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხის სოფელ ზიკილიასთან. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაქტორი შეეჯახნენ.

შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანებები მიიღო ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა და ერთმა მგზავრმა. სამივე მათგანი, მრავლობითი ზედაპირული ტრავმებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

კლინიკის მენეჯერის თქმით, სამუვე მათგანს გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება დასჭირდა. დაშავებულები უკვე გაწერეს.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყეს, რაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული ჯარიმით ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
| Print |