სამართალი
ოლავერდის ტყეში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვნეს
ახალქალაქის სოფლების - მაჭატიასა და ოლავერდის მიმდებარედ, ტყეში, 23 წლის გაყინული ახალგაზრდა მამაკაცი იპოვნეს.

იგი სავარაუდოდ, რამდენიმე საათის დაკარგული იყო, როცა ტყეში გარდაცვლილი ნახეს.

თანასოფლელების განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი არაერთხელ უნახავთ მაჭატიიდან ტყისკენ ფეხით მიმავალი, რადგან მისი ახლობლები ტყესთან ახლოს ცხოვრობდნენ.

ახალგაზრდა მამაკაცის ძებნა 6 იანვარს, საღამოს 18:00 საათის მერე დაიწყეს.

jnews.ge - ის ინფორმაციით, ძებნაში ჩაერთო პოლიციაც. იგი შუაღამით უკვე გარდაცვლილი ნახეს.

სავარაუდოდ, გარდაცვლილი ისეთ ადგილას მოხვდა, რომ გამოსვლა გაუჭირდა.

თანასოფლელების თქმით, მას მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116 -ე მუხლით დაიწყო, რომელიც გაუფრთხილებლობით სიკვდილს გულისხმობს.

| Print |