სამართალი
ფარეხასთან მანქანა გადაბრუნდა

 

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ადიგენის გზაზე, ფარეხასთან. მძღოლს მსუბუქი ავტომობილი მოუცურდა და ამობრუნდა. შემთხვევა 7 იანვარს, გვიან ღამით მოხდა.

"მანქანა საშინლად იყო დალეწილი, ბოლი ასდიოდა. ამ ადგილზე ავარიის უკვე მერამდენე შემთხვევაა, აუცილებლად უნდა გაკეთდეს რამე, რომ ეს გზა საშიში აღარ იყოს", - ამბობენ თვითმხილველები.

შსს-ში ამბობენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უწყების ინფორმაციით, სამართალდამრღვევი მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაჯარიმდება.
| Print |