სამართალი
ახალქალაქში სახლი გაქურდეს


ახალქალაქის მიკრორაიონ მასივ ჯივანში, რომელიც მდებარეობს ყოფილ სამხედრო ქალაქსა და ახალქალაქს შორის, სახლი გაქურდეს. შემთხვევა წუხელ, 11 იანვარს გვიან ღამით მოხდა. ინფორმაციას jnews.ge ავრცელებს. 

სახლი, რომელიც გაძარცვეს, ახალქალაქში კარტოფილის ბიზნესით დაკავებულ ფერმერ ა.პ.-ს ეკუთვნის.

შემთხვევის დროს ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ქურდები სახლში ფანჯრიდან შევიდნენ. მოპარული თანხის ოდენობა ჯერ უცობია. 
გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის "ა" და „დ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის ქურდობას, არაკანონიერად მითვისებას შენობაში უკანონოდ შესვლის გზით, რაც გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს. ამ მუხლით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ზიანი მიჩნეულია 10 000 ლარამდე ზარალით.
| Print |