დაბა ასპინძაში, ბ.მ.-ს განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, მოსამართლემ სრულად ცნო დამნაშავედ და რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც 2019 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, დაბა ასპინძაში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბ.მ.-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბ.გ. იმავე დღეს, დაბა ასპინძაში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ამავე თემაზე უფრო მეტი წაიკითხეთ აქ:
"ძმაკაცები იყვნენ, საჭმელსაც ერთად ჭამდნენ", - ასპინძაში მოკლული მამაკაცის მეზობლები
ასპინძაში 53 წლის კაცი მოკლეს