სამართალი
"ერთ კვირაზე მეტი ხნის გარდაცვლილია“, - მამაკაცის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა
59 წლის მამაკაცს, რომელიც სახლში გარდაცვლილი იპოვეს, სამედიცინო ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა პირველადი ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი ქრონიკული დაავადებებია.

ჯ.ბ.-ს ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სოფელ უდეში, ძმის ოჯახში გადაასვენეს.

მამაკაცი ახალციხეში, მანველიშვილის ქუჩაზე მარტო ცხოვრობდა. მეზობლების თქმით, ხშირად სვამდა ალკოჰოლს, აწუხებდა გული, ღვიძლი, ჰქონდა ფილტვების ანთება.

„გარეთ ხშირად არ გამოდიოდა. დღეს შევედი და გარდაცვლილი იატაკზე ვნახე. პოლიციაში დავრეკეთ და მოვიდნენ, პროზექტურაში გადაასვენეს. თქვეს, რომ ორი კვირის გარდაცვლილია. ხშირად სვამდა, მარტო იყო, ანტისანიტარიაში ცხოვრობდა“, - გვითხრეს მანველიშვილის ქუჩაზე.

1961 წელს დაბადებული მამაკაცის ცხედარი მეზობელმა დღეს, 3 თებერვალს აღმოაჩინა. გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 
| Print |