სამართალი
შსს–მ, ბორჯომში, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1978 წელს დაბადებული ფამილ ბ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, ბაკურიანიდან ბორჯომის მიმართულებით მგზავრობისას დააკავეს.   სამართალდამცველებმა, ავტომანქანის ჩხრეკისას, რომლითაც ფამილ ბ. მგზავრობდა, „მაკაროვის “ სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, 1 მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1978 წელს დაბადებული ფამილ ბ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, ბაკურიანიდან ბორჯომის მიმართულებით მგზავრობისას დააკავეს.

 


სამართალდამცველებმა, ავტომანქანის ჩხრეკისას, რომლითაც ფამილ ბ. მგზავრობდა, „მაკაროვის “ სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, 1 მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით)


| Print |