სამართალი
ახალქალაქში, ქორწილის დროს მომხდარ ინციდენტში მონაწილეებს, პატიმრობა შეეფარდათ
ქორწილში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ ორ პირს აღკვეთის ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

შსს-ს სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბი­სა და ახალ­ქა­ლა­ქის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, 2 პირი - 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.ს. და 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ს.ს. ორი ან მეტი პი­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ახალ­ქა­ლაქ­ში, პი­რა­დი კონფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე, ცივი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით სხე­უ­ლის მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ა­ყე­ნეს 1990 წელს და­ბა­დე­ბულ აღვან არუთუნიანს და 1996 წელს დაბადებულ მარტინ ქევნაქზიანს - ორივე მათგანს გულის ტრამვა აქვს გამჭოლი ჭრილობებით.

შედარებით მსუბუქი დაზიანებები აქვთ 21 წლის სერგეი ავეტისიანს, რომელსაც ტრავმატოლოგიური და ქირურგიული ტრამვები აღენიშნება.


რაც შეეხება 1992 წელს და­ბა­დე­ბულ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქეს - ა.ა.-ს მას დანარჩენებთან შედარებით მსუბუქი დაზიანებები აქვს.
| Print |