სამართალი
ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხეში. ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს 9 აპრილზე შეეჯახა. შემთხვევა ახალციხეში, დაახლოებით 19:00 სთ-თვის მოხდა. 

თვითმხილველთა ინფორმაციით, ერთმანეთს ,,გოლფისა" და ,,მიცუბიშის" ავტომანქანები მაღაზია „VIP“-თან შეეჯახნენ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა
.

შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, სამართალდამრღვევი მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაჯარიმდება.
| Print |