სამართალი
ახალციხეში ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა

 

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხეში. თამარაშვილის ქუჩაზე ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარია 12 თებერვალს, დაახლოებით 14:30 წუთზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით,"ჰონდას" და "მერსედესის" მანქანები ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, შუქნიშანთან შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა ავტომანქანები.

შსს-ში ამბობენ, რომ სამართალდამრღვევი მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაჯარიმდება.
| Print |