სამართალი
ახალციხე-ასპინძის გზაზე ტრაილერი კლდეს შეეჯახა

 

ახალციხე-ასპინძის დამაკავშირებელ, ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ე.წ. "ციმბირის მოსახვევთან" სატვირთო ავტომობილის მძღოლს მანქანა მოუცურდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და კლდეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავარია 19:30 საათზე მოხდა. მანქანა ასპინძიდან ახალციხის მიმართულებით მოძრაობდა.

შსს-ში გვითხრეს, რომ ტრაილერის მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლითს მე-10 ნაწილით, 250 ლარით დაჯარიმდება.

 

| Print |