სამართალი
ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში - დაშავდნენ მცირეწლოვანები
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხეში. ერთმანეთს, ახალქალაქის გზატკეცილთან Subaru - სა და BMW -ს ტიპის ავტომანქანები შეეჯახნენ.

ავარიისას სამი ბავშვი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ კლინიკა ,,იმედში" გადაიყვანა.

კლინიკის დირექტორის განმარტებით, ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც თბილისიდან კატასტროფის გამოძახება გახდა საჭირო.

,,ორი მცირეწლოვანი ბავშვი ახალციხეში რჩება და კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას" - განუცხადა tv9news.ge-ს გიორგი ბარძიმაძემ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.
| Print |