სამართალი
ახალქალაქში მოტაცებული გოგოს დამალვისთვის მამაკაცი გაასამართლეს

 

ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ ადგილობრივ გ.ი.-ს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. მამაკაცს ერთი წლით პირობითი სასჯელი და 2 000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა jnews.ge ავრცელებს.

ბრალდების მხარე მამაკაცს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებოპდა, რაც . მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს.

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა საკუთარ ოჯახში, 2019 წლის დეკემბერში მოტაცებული გოგო დამალა და ცდილობდა ქალი დაერწმუნებინა, რომ ცოლად გამტაცებელს გაჰყოლოდა.

 

| Print |