სამართალი
სამცხე-ჯავახეთში უაქციზო თამბაქოს შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ახალციხეში, ნინოწმინდასა და  ადიგენში, 28 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, 26 კგ. და 545 გრ. უაქციზო თუთუნის შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს. აქედან, ერთ შემთხვევაში, ამოღებული უაქციზო თუთუნის რაოდენობიდან და ასევე საბაზრო-სარეალიზაციო ფასიდან გამომდინარე, გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, საქმის მასალები  ფინანსთა სამინისტროს  საგამოძიებო სამსახურში გადაიგზავნა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს  საქონელი ჩამოერთვათ.

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

 

| Print |