სამართალი
,,ტრავმა დიდია" - 21 წლის გოგო თხილამურებით დაშვებისას ბოძს შეეჯახა
,,ტრავმა დიდია, ნეკნებია მოტეხილი, სისხლჩაქცევაა ფილტვებში, პლევრის ღრუში, თავის ტვინში" - ბაკურიანში გარდაცვლილი გოგოს ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ განაცხადა დავით მერაბიშვილმა.

გოგონას მეგობრების თქმით, დაახლოებით, 15:00 საათზე, დიდველის სათხილამურო ტრასაზე, 21 წლის გოგო ბოძს შეეჯახა. ტრაგედია სავარაუდოდ, ტრასაზე დაშვებისას მოხდა, რა დროსაც გარდაცვლილმა თავი ვერ შეიკავა და დაიმტვრა.

გარდაცვლილი თბილისიდან ბაკურიანში დასასვენებლად ორი დღის წინ ჩავიდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

| Print |