სამართალი
ასპინძაში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

 

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ასპინძის სოფელ ტოლოშთან. მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა, რის შედეგადაც მძღოლი - 29 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მეორე დაშავებული ასპინძის კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა 22 წლამდე დ.ნ.-ს გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

| Print |