სამართალი
,,ანალიზები გაგზავნილია ექსპერტიზაზე" - დავით მერაბიშვილი
ასპინძა - ნიჯგორის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილი ორი ახალგაზრდა ასპინძაში გადაასვენეს. 29 წლის ზ. ლონდარიძე და 22 წლის დ.ნაზარეთიანი ხევში გადავარდნისას გარდაიცვალა.

ექსპერტ დავით მერაბიშვილის თქმით, ორივე ახალგაზრდას უმძიმესი ტრავმები აღენიშნებოდა.

შემთხვევა 25 თებერვალს, დაახლოებით 18:00 სთ-თვის მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მომავალი ავტომანქანა დამცავ ჯებირს დაეჯახა და ხევში გადავარდა.


შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
| Print |
თეგები: ავარია / ასპინძა /