სამართალი
ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დააკავეს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ლიპარტია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგის გოგიჩაიშვილი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება მიწების გასხვისების საქმეს. 

"საკრებულოს სხდომა იყო, მერიც და თავმჯდომარეც ესწრებოდა. დაკავება მას შემდეგ მოხდა, ჯერ კიდევ სამუშაო საათები იყო. რას ედავებიან ჯერ არ ვიცით, ალბათ ყველა ერთად გავიგებთ", - გვითხრა ერთ-ერთმა თანამშრომელმა. 

"დაახლოებით, სამ საათზე საკრებულოს თავმჯდომარე ქალაქში შემხვდა, ამის შემდეგ მოხდა დაკავება. დეტალები არ ვიცი, ახლა ბაკურიანში ვარ და ვაპირებ ჩავიდე ბორჯომში და გავერკვიო რა მოხდა", - გვითხრა დეპუტატმა ბაქარ შირაძემ.

რა გახდა დაკავები მიზეზი - სამართალდამცავი უწყებებიდან საქმის დამატებით დეტალებს ველით და მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
| Print |