სამართალი
ბორჯომის მერსა და საკრებულოს თავმჯდმარეს ბრალი წაუყენეს
ბორჯომის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს ბრალი წაუყენეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი გოგიჩაიშვილს 11-დან 15 წლამდე, ბორჯომის მერს, ლევან ლიპარტიას კი, 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ბიზნესმენს, რომელსაც გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, სასჯელის სახით 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს.

გამოძიების ინფორმაციით, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ განაშენიანების რეგულირების გეგმის სხდომაზე გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს 200 ათასი ლარი მოსთხოვა და წინასწარ 20 ათასი გამოართვა.

ბორჯომის მერმა კი, დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ, ამავე მეწარმეს 10 ათას 500 ლარი მოსთხოვა.

| Print |