სამართალი
დეპუტატ მკოიანის ოჯახის წევრები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
დღეს, 2 მარტს, ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ, 2018 წლის 30 ოქტომბერს, მკოიანებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მომხდარ ჩხუბზე გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლო პროცესი 2 წელი და 3 თვე გაგრძელდა. ინფორმაციას jnews.ge ავრცელებს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ინცინდენტში მონაწილე თითოეულ პირს 3 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ენზელ მკოიანის ძმას - მარტუნ მკოიანს, შვილს - კარუშ მკოიანს, ძმისშვილს - ედუარდ მკოიანს და არარატ ამბარიანს ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება)

სასამართლომ ანდრანიკ კარსლიანი ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო და 118-ე მუხლით წაყენებული ბრალდება მოუხსნა, თუმცა, სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი დ 3 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

2018 წლის 30 ოქტომბერს, გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" შტაბის მახლობლად პარლამენტის წევრ ანზელ მკოიანის ნათესავებსა და შტაბის აქტივისტებს შორის ჩხუბი მოხდა. შედეგად, მაშინ ოპოზიციის ოთხი აქტივისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე წაიკითხეთ: 
| Print |