სამართალი
სამცხე-ჯავახეთში, უკანონო ჭრის 16 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 1 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 390 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 4 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი

კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 191 ფაქტი გამოვლინდა.

შიდა ქართლში დაფიქსირდა 49 ფაქტი,

იმერეთში - 42,

ქვემო ქართლში - 36,

მცხეთა-მთიანეთში - 23,

სამეგრელო-ზემო სვანეთში - 17,

სამცხე-ჯავახეთში - 16,

აჭარაში - 11,

გურიაში კი - 2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

დედაქალაქში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოავლინეს.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 308 მ3-მდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 37 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 19 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.
| Print |