სამართალი
ახალციხეში სახლი გაქურდეს
ქალაქ ახალციხეში, თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. შემთხვევა სამ მარტს, საღამოს მოხდა. მეპატრონე ამბობს, რომ ჯერ არ იცის, რა არის წაღებული მისი სახლიდან.

„რკინის კარი დაკეტილი დავტოვე, მე თბილისში ვიყავი სომხეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, სახლში არავინ იყო. რომ მოვედი კარები გატეხილი დამხვდა, სახლში ყველაფერი არეული იყო. პოლიცია გამოვიძახეთ, ეძებენ ეჭვმიტანილებს, როგორც ვიცი არავინ დაუკავებიათ“. გვითხრა აშოტ კავალერიანმა. 

შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობას გულისხმობს. ჰყავს თუ არა პოლიციას მომხდარში მხილებული პირები და დაკავეს თუ არა ისინი - ამაზე უწყებაში არ საუბრობენ.

| Print |