სამართალი
რამდენ პირს შეუჩერდა სიმთვრალის გამო ავტომობილის მართვის უფლება საქართველოში?
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, სიმთვრალის გამო შეუჩერდა 20 424 პირს. 

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2019 წელს მართვის უფლების შეჩერების შემთხვევები წინა წლების სტატისტიკასთან შედარებით მეტი იყო. კერძოდ, მართვის მოწმობა ჩამოერთვა 2018 წელს 17 360 პირს, ხოლო 2017 წელს - 19 242 პირს.
| Print |