სამართალი
ახალქალაქში "ოცნების" დეპუტატის სახლთან იარაღიდან გაისროლეს
ახალქალაქში, ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის სახლთან, სროლის ხმა გაიგეს. ენზელ მკოიანის საცხოვრებელთან მოსახლეობაა შეკრებილი, სახლს კი სამართალდამცველებმა ყვითელი ლენტი შემოავლეს, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

სროლის მიზეზი არ იციან ადგილობრივებმა. შემთხვევის ადგილზე შეკრებილების თქმით, მათ მხოლოდ სროლის ხმა გაიგეს.

შსს-ში გვითხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126- 1პრიმა ნაწილის (ბ) ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.


| Print |