სამართალი
სამცხე-ჯავახეთში კომენდანტის საათის დარღვევისთვის ორი პირი დაჯარიმდა

 

საკომენდანტო საათის პირველივე დღეს, საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის, საქართველოში 17 ადმინისტრაციული ჯარიმა დაიწერა, აქედან ორი სამცხე-ჯავახეთში. რეგიონის გუბერნატორმა რადიოგ "პალიტრას" ეთერში განაცხადა, რომ ორივე პირი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და სამართალდამცველების მითითებას არ დაემორჩილა, რის გამოც თითოეული 3 000 ლარით დაჯარიმდა.

გარდა ამისა, ბესიკ ამირანაშვილის თქმით, რამდენიმე მოქალაქეს გაფრთხილება მიეცა, რომლებიც მითითებას დაემორჩილნენ და მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული სანქცია არ გამოყენებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციის რეჟიმის დარღვევისთვის, მისი ამოქმედებიდან დღემდე, ჯამში დაჯარიმებულია 350-მდე მოქალაქე და 15-მდე იურიდიული პირი.

 

| Print |