შსს-მ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 104 ფაქტი გამოავლინა
18:30 / 13.04.2020
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 104 ახალი ფაქტი გამოვლინდა.
მათი ინფორმაციით, 73 მოქალაქე კომენდანტის საათის დარღვევის გამო დაჯარიმდა, 16 მოქალაქე - 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვისა და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, 2 მოქალაქე - თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის, ხოლო 9 მოქალაქე - ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის. შსს-ს ცნობით, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა 4 ფიზიკური პირი.
პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს. ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 2 ახალი ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 9 პირი დააჯარიმეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.