სამართალი
ნინოწმინდაში მანქანა ქვეითს დაეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ნინოწმინდაში, გოგოლი–ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე. ქალს, გზის გადაკვეთისას Toyota Aqva მარკის ავტომანქანა დაეჯახა. ინფორმაციას რადიო "ნორი" ავრცელებს.

დაშავებული სამედიცინო ცენტრში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. თვითმხილველების თქმით, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუშაობდნენ. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.
| Print |