სამართალი
ახალციხეში მოზარდს ველოსიპედი მოპარეს

 

ქურდობა მოხდა ქალაქ ახალციხეში. 16 წლის მოზარდს სახლის წინ გაჩერებული ველოსიპედი მოპარეს. ოჯახმა მომხდარი სამართალდამცველებს შეატყობინა.

„ბავშვმა დღისით სახლის წინ გააჩერა ველოსიპედი, რომ გავიდა აღარ დახვდა. მაშინვე დავრეკეთ პოლიციაში. სამართალდამცველებმა დღეს დაგვიბარეს, ვიპოვეთო, ფოტო გვაჩვენეს. დამნაშავე სრულწლოვანია, აღიარებს დანაშაულს. პოლიციაში ყოფნისას გავიგეთ, რომ გუშინ სხვისთვისაც მოუპარავთ ველოსიპედი“, - გვითხრა ოჯახის წევრმა.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპინქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნეოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

 

| Print |