Error
სამართალი
ადიგენში ხე–ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების და ტრანსპორტირების სამი ფაქტი გამოავლინეს. ადიგენში გაჩერებული სატვირთო ავტომანქანის ძარაზე ნანახი იქნა პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი, რომელიც დამალული იყო კარტოფილით სავსე ტომრების უკან. მძღოლს არ აღმოაჩნდა ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტი. უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სმადაშიც. სამართალდამრღვევს გადაჰქონდა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. სოფელ შოლავერში კი ნანახი იქნა უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი. სამართალდამრღვევის ვინაობა უცნობია.

xe-tyeგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების და ტრანსპორტირების სამი ფაქტი გამოავლინეს.

ადიგენში გაჩერებული სატვირთო ავტომანქანის ძარაზე ნანახი იქნა პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი, რომელიც დამალული იყო კარტოფილით სავსე ტომრების უკან. მძღოლს არ აღმოაჩნდა ტრანსპორტირებისათვის საჭირო დოკუმენტი.

უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სმადაშიც. სამართალდამრღვევს გადაჰქონდა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.

სოფელ შოლავერში კი ნანახი იქნა უკანონოდ მოპოვებული მრგვალი მორი. სამართალდამრღვევის ვინაობა უცნობია.

| Print |