სამართალი
ვალეს პოლიციის უფროსს პოლიციის შენობაში სცემეს

 

ლევან ბერიძეს, რომელიც დაახლოებით 10 დღეა ვალეს პოლიციის განყოფილების უფროსად დაინიშნა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილობრივი ზ.კ. სამართალდამცველს პოლიციის შენობაში გაუსწორდა. შემთხვევა 26 მაისს მოხდა. 44 წლის, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი პოლიციაში მივიდა და უფროსს დაარტყა. ის ადგილზე დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს, 29 მაისს იმსჯელებს.

"არ იცნობდა ახალ უფროსს, შევიდა პოლიციაში, იკითხა ვიანაა აქ უფროსიო, ლევანი რომ წამოდგა, მივიდა და პირდაპირ დაარტყა. რომ დააკავეს ახალციხის პოლიციის უფროსმა აგინა. სანამ პოლიციაში მივიდოდა, ბენზინგადამართი სადგური დაუმტვრევია", - გვითხრეს ვალეში. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.
| Print |