სამართალი
ახალციხეში ტაქსის მძღოლი სამ მანქანას დაეჯახა (ვიდეო)


ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე. ხანშიშესული მამაკაცი, რომელიც ტაქსის მსუბუქ ავტომობილს მართავდა, პარკინგის ადგილზე გაჩერებულ სამ მანქანას დაეჯახა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ მძღოლმა მომენტალურად გონება დაკარგა და ეს გახდა მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევის. 

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო ეკიპაჟი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს-ში ამბობენ, რომ სამართალდამრღვევი მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით - 250 ლარით დაჯარიმდება.

| Print |