სამართალი
სასწრაფო დახმარების მანქანა ავარიაში მოყვა
ავტოსაგზაო შემთხვევა, ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მოხდა. სამედიცინო ბრიგადას ავადმყოფი სოფელ საძელიდან ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავდა, რა დროსაც ტოიოტა ქამრი ჯერ სასწრაფოს, მერე კი ხეს შეეჯახა.

შემთხვევა დაახლოებით 16:00 სთ-თვის მოხდა. დაშავებული ექიმი და საძელიდან წამოყვანილი პაციენტი საავადმყოფოში მეორე ბრიგადამ გადაიყვანა.

„სირენები მქონდა ჩართული, ზემოდან მანქანა გამოვარდა და ყველაფერი უეცრად მოხდა, დაშავებული პაციენტი მეორე სასწრაფომ გადაიყვანა“ –ამბობს სასწრაფოს მძღოლი დავით წიქარიშვილი.

ორივე დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს. კლინიკის მენეჯერის რევაზ კუჭუხიძის თქმით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე მათ გამოკვლევები უტარდებათ.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებულნი.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუხლით მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.


| Print |