სამართალი
ახალციხეში ავტომანქანა სამ ქვეითს დაეჯახა

 

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხის ცენტრში, თამარ მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე. თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომობილი სამ ქვეითს დაეჯახა.

ავარია დაახლოებით, 23:00 საათზე მოხდა. დაშავებულები, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. კლინიკა "იმედში" ამბობენ, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ახალგაზრდებს ქვედა კიდურებზე მოტეხილობები აქვთ. ორის ტრავმა შედარებით მსუბუქია, ერთს კი დაზიანებებით თავისა და მუხლის არეში აღენიშნება. 

შსს-ში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

 

| Print |