Error
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო და სახერხი საამქროები დალუქა
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის, მასალის უკანონოდ გადამუშავების და გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქრო) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე 4 პირი  ამხილეს. სამართალდამცველებმა ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში, მხილებულების კუთვნილი უკანონო სახერხი საამქროები დალუქეს. პოლიციამ მათივე ავტომანქანებიდან – უკანონოდ მოპოვებული დაუფირნიშებელი, 7,2 კუბ.მეტრი წიწვოვანი ჯიშის ხის მრგვალი მორი და 4,42 კუბ.მეტრი დამუშავებული ფიცარი ამოიღო. გამოძიება ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების და ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქრო) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე მიმდინარეობს.

xe-yte

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის, მასალის უკანონოდ გადამუშავების და გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქრო) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე 4 პირი  ამხილეს.

სამართალდამცველებმა ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში, მხილებულების კუთვნილი უკანონო სახერხი საამქროები დალუქეს. პოლიციამ მათივე ავტომანქანებიდან – უკანონოდ მოპოვებული დაუფირნიშებელი, 7,2 კუბ.მეტრი წიწვოვანი ჯიშის ხის მრგვალი მორი და 4,42 კუბ.მეტრი დამუშავებული ფიცარი ამოიღო.

გამოძიება ხე-ტყით უკანონოდ სარგებლობის, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების და ხე-ტყის პირველადი გადამამუშავებელი ობიექტის (სახერხი საამქრო) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე მიმდინარეობს.

| Print |