სამართალი
სასტუმრო მესხეთიდან გადმოვარდნილი მინა ქალს დაეცა
სასტუმრო მესხეთის მესამე სართულიდან მინა გადმოვარდა, რომელიც შემთხვევით გამვლელ ახალგაზრდა ქალს დაეცა.

მინის დაცემის გამო მან ხელზე დაზიანებები მიიღო, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

დაზარალებულ ქალს პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების მედიკოსებმა ადგილზე აღმოუჩინეს და ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შემთხვევა დღეს, დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა. ქალი კოსტავას ქუჩაზე მდებარე ტროტუარზე მიდიოდა.

მომხდარის გამო ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, რომელმაც შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით შემოსაზღვრა, რადგან არ არის გამორიცხული მსგავსი ფაქტი განმეორდეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რომელიც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით. ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

| Print |