სამართალი
სხდომის დროს მოწმის დაკითხვა იყო პრობლემური საკითხი, ვინაიდან ის პოლიციის განყოფილებაში იკითხებოდა - საია
როგორ მუშაობდა პანდემიის პირობებში სასამართლო სისტემა - ამ საკითხზე სპეციალური ანგარიში საიამ წარადგინა.

ახალგაზრდა იურისტები ამბობენ, რომ დისტანციურად სასამართლო პროცესების ჩატარებისას არაერთი ხარვეზი გამოვლინდა.

პრობლემური იყო მოწმეების გამოკითხვის პროცესი და იყო მათზე ზეწოლის რისკები - აცხადებს მეცხრე არხთან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორი მერაბ ქართველიშვილი.

| Print |