სამართალი
კიმ კუგოიანი დააკავეს
კიმ კუგოიანი 6 დღიანი ძებნის შემდგ სამართალდამცველებმა ბათუმში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას jnews.ge ავრცელებს. 

შსს ადასტურებს დაკავების ფაქტს, თუმცა ამ დრომდე უცნობია, იყო თუ არა  კიმ კუგოიანზე ძებნა გამოცხადებული. 

კიმ კუგოიანს, 8 ივლისს, ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარების გამო შეუფარდა, რასაც მისი ახლობლების პროტესტი მოყვა.

კუგოიანის ახლობლები ხელისუფლებას უმოქმედობაში სდებენ ბრალს, მოსამართლე არარატ ესოიანს კი მიკერძოებაში.

მათივე თქმით, დაკავებულს იარაღი პოლიციელებმა ჩაუდეს. მოგვიანებით აქციის მონაწილეებს პარლამენტის წევრი ენზელ მკოიანი, ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი და საკრებულოს თვამჯდომარე ნაირ ირიციანი შეხვდნენ.

გირაოთი გათავისუფლებული კიმ კუგოიანი სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა. იგი დაკავებული არ არის და ამ დრომდე იძებნება. რამდენჯერმე ნასამართლევი კიმ კუგოიანი 2019 წლის 24 მაისს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების გამო დააკავეს. სამართალდამცველებისთვის ის კრიმინალური ავტორიტეტია, ახლობლებისთვის კი უდანაშაულო ადამიანი, რისთვისაც მის გასათავისუფლებლად საპროტესტო აქცია რამდენჯერმე გამართეს.



ასევე დაგაინტერესებთ:

იმ კუგოიანის ახლობლები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ

დაკავებულის დედა სამართალდამცველებს საქმის გაყალბებაში ედავება

ახალქალაქში კიმ კუგოიანის დაკავებას აპროტესტებენ

,,პოლიციელები ქვეყნის დატოვებას მაიძულებენ" – კიმ კუგოიანი


| Print |