სამართალი
ავარია მსხვერპლით დასრულდა
ნინოწმინდაში, სოფელ საღამოსკენ მიმავალ გზაზე, მიცუბიშის მარკის მანქანა საავტომობილო გზიდან გადავარდა და ამოტრიალდა, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, არიან დაშავებულებიც.

შემთხვევევა 24 ივლისს მოხდა. რადიო "ნორის" ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების და პოლიციის ჯგუფები.

ექიმების განმარტებით, დაშავებული მგზავრების მდგომარეობა მძიმეა.
| Print |