სამართალი
ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი გარდაიცვალა
ადიგენის საზოგადოებრივი ცენტრის ხელმძღვანელი ბექა გოგრიჭიანი ტრაგიკული შემთხვევიდან მერვე დღეს გარდაიცვალა.

თავის არეში დაჭრილი ბექა გოგრიჭიანი საკუთარი სახლის ეზოში, ცოლმა 22 ივლისს ნახა. ახალგაზრდა მამაკაცი სამკურნალოდ თბილისში, ,,ჯერარსის" კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
| Print |