სამართალი
ავარია ახალციხეში
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხეში. თამარ მეფის ძეგლთან მოძრავი მერსედესის მარკის ავტომანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.

შუახნის მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანამ ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

,,შუახნის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, პაციენტი კონტაქტურია და მიმდინარეობს კვლევები" - განუცხადა მეცხრე არხს საავადმყოფოს ხელმძრვანელმა რევაზ კუჭუხიძემ.




შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
| Print |