სამართალი
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, თბილისის პროკურატურასთან ერთად, სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა) და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება", - ნათქვამია განცხადებაში.


| Print |