სამართალი
12 დაშავებული - სამგზავრო და სადისტრიბუციო მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა
ბორჯომის სამედიციო ცენტრში მოთავსებული 12 პაციენტიდან, ერთის მდგომარეობა მძიმეა. ექიმების თქმით, ქალი იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში.

12 დაშავებულიდან სამი მათგანი ბორჯომელია. ადგილობრივი საავადმყოფო ამჟამად დატოვა ხუთმა პაციენტმა, ხოლო შვიდი მოქალაქე ამ დრომდე აგრძელებს მკურნალობას, ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

ცენტრში მოთავსებისას მათ აღენიშნებოდათ მოტეხილობები, დაჟეჟილობები და ღია ჭრილობები.

ქირურგ დავით გოლდიშვილის განმარტებით, ტრავმატოლოგებს თბილისიდან ელოდებიან, რათა მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს ოპერაცია ადგილზე ჩაუტარონ.

ბორჯომში, კერძოდ ლიკანის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა 1-ლ აგვისტოს მოხდა.

ერთმანეთს ახალციხის სამგზავრო სამარშრუტო ტაქსი და სუპერმარკეტების ქსელის "მაგნიტის" სადისტრიბუტორო ავტომანქანა შეეჯახნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო, სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
| Print |