სამართალი
ასპინძაში დაშავებული 17 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა
ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 17 წლის შ.ტ.-ს მდგომარეობა მძიმეა - აცხადებენ მედიკოსები. ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდას, ასპინძის ცენტრში დ.რ. დაეჯახა, რის გამოც არასრულწლოვანი დაშავდა.

დაშავებული კატასტროფით თბილისში გადაჰყავთ. ასპინძიდან დაშავებული ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს, მდგომარეობის სირთულის გამოკი
ექიმებმა მისი თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

„ზედაპირული დაკვირვებით და პირველი გამოკვლევებით, მოტეხილობები არ ჩანს. პაციენტი გონზე არ იყო, მდგომარეობა მძიმეა“,
– ამბობს ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორი რევაზ კუჭუხიძე.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
| Print |