სამართალი
ახალქალაქში ვითარება სტაბილურია - შს მინისტრის მოადგილე
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ახალქალაქში ვითარება სტაბილურია. ის ჯავახეთში გვიან ღამით ჩავიდა. ბორცვაძის ინფორმაციით, ადგილზე პოლიციის მაქსიმალური ძალებია მობილიზებული, რომლებიც პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ, რათა დაცული იქნას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.

მისივე თქმით, მომხდარი დაპირისპირების შედეგად რამდენიმე პირია დაშავებული და ამ მიმართულებითაც გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქელებსა და სოფელ გულიკამის მოსახლეობას შორის დაპირისპირება გუშინ, 8 აგვისტოს დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა. ინცინდენტის შედეგად გარდაიცვლა 27 წლის მამაკაცი, დარბეულია სასტუმრო, დამწვარია ოთხი საცხოვრებელი სახლი.

| Print |