სამართალი
გულიკამში, დღეს, ვარდან მირანიანი დაკრძალეს
ახალქალაქში სისხლიანი დაპირისპირების დროს მოკლული 27 წლის ვართან მირანიანი დაკრძალეს. მკვლელობაში ბრალდებულ არტურ გაბრიელიანის ოჯახის წევრებმა კი ქალაქი დატოვეს. 

დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად ადგილზე ისევ პოლიციაა მობილიზებული. დანაშაულში მონაწილეების იდენტიფიცირებისთვის კი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. ადგილობრივებმა სოფლის ცენტრში შავი ნაჭერი გამოფინეს. 

ამ დროისთვის 4 საცხოვრებელი სახლის დარბევისა და სასტუმროს დაწვისთვის პასუხისგებაში არავინ მიუციათ. მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი, ის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

შეგახსენებთ, 8 აგვისტოს საღამოს ახალქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარედ ერთმანეთს ორი შეიარაღებული ჯგუფი დაუპირისპირდა. შედეგად, გულის არეში მიყენებული ჭრილობებით, 27 წლის მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით 37 წლის მამაკაცი დააკავა.
| Print |