სამართალი
ზღვაში 21 წლის ახალციხელის ცხედარი იპოვეს
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ახალციხის სოფელ წინუბანში ცხოვრობდა და ურეკში დასასვენებლად იმყოფებოდა, ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა 15 აგვისტოს მოხდა, თუმცა მის ცხედარს მაშველები 17 აგვისტომდე ეძებდნენ. გარდაცვლილს წუხელ, დაახლოებით 01:00 საათზე მიაკვლიეს. 

თვითმხილველების თქმით, ერთ ახალგაზრდას ზღვიდან გამოსვლა გაუჭირდა, მეორე კი წყალში მის დასახმარებლად შევიდა. მაშველებმა მხოლოდ ერთის გადარჩენა შეძლეს. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, "საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 17 მაშველი, 4 მყვინთავი, 6 მცურავი საშუალება, მათ შორის ერთი ექოლოტი და დრონი"

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
| Print |
თეგები: დახრჩობა / ურეკი /