სამართალი
სომხეთიდან საზღვრის უკანონო კვეთისთვის, ინდოეთის მოქალაქეები დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ინდოეთის რესპუბლიკის 3 მოქალაქე დააკავეს. მათ ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთაში ედებათ. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა სომხეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. 

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ 2020 წლის განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, პასუხისგებაში მისცა 92 პირი, მათ შორის: თურქეთის რესპუბლიკის - 35, ინდოეთის - 9, ირანის - 4, პალესტინის - 4, მაროკოს - 1 და ალჟირის - 1 მოქალაქე.
| Print |