სამართალი
ფილარმონიასთან გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცი ბორჯომიდან იყო
4 ოქტომბერს, თბილისში, ფილარმონიასთან მომხდარ აფეთქებას ბორჯომელი ახალგაზრდა ემსხვერპლა. პირველადი ინფორმაციით, მას კლუბ"დეჟავუ"-ში სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ჟანგბადის ბალონი აუფეთქდა. 26 წლის მამაკაცი თბილისში მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობდა.

შემთხვევის შედეგად დაშავებულია 3 ადამიანი. დაშავებულებიდან ერთი კლინიკიდან უკვე გაწერეს. მეორე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, სტაბილურია. კლინიკის ექიმის ლევან ბესელიას განმარტებით, პაციენტს აქვს მრავლობითი დამწვრობა, ამასთანავე აღენიშნება სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ფილტვების დაჟეჟილობა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
| Print |